|
2016-05-20 11:24:37, 526 ნახვა
საზოგადოება
წყნეთში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება
წყნეთში, დევნილების დასახლებაში სპორტული მოედნების აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. თბილისის მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში მოეწყობა ახალი, ხელოვნური, მწვანე საფარი, განახლდება საფეხბურთო კარი და კალათბურთის ფარები; ძველი ლითონის კონსტრუქცია შეიცვლება თანამედროვე, ახალი კონსტრუქციით; მოეწყობა მინა-პლასტიკის დამცავი ჯებირები და პანდუსები. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვაკის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე ადგილზე გაეცნო. „რაიონის მასშტაბით, წელს დაგეგმილი იყო 23 სპორტული მოედნის აღდგენა-რეაბილიტაცია; მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით, კიდევ რამდენიმე დაემატა და, ჯამში, ვაკის რაიონს წელს 30-მდე აღდგენილი სპორტული მოედანი შეემატება“,-განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ. ამ დროისთვის 8 სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულებულია, 10-ზე კი სამუშაოები მიმდინარეობს. ნოდარ ტურძელაძემ წყნეთში მიმდინარე საგზაო სამუშაოებიც დაათვალიერა. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური რამდენიმე მისამართზე აწარმოებს საგზაო სამუშაოებს; ასფალტის ახალი საფარი კოსტავას (2 711 კვ/მ), თბილისის (1 036 კვ/მ), ტაბიძის (3 425 კვ/მ) და სააკაძის (3 919 კვ/მ) ქუჩებზე დაიგება.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)