|
2016-05-20 10:33:14, 586 ნახვა
საზოგადოება
შსს ჟურნალისტებისთვის ღია კონკურსს აცხადებს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - “შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში” – აცხადებს ღია კონკურსს ჟურნალისტებისა და ყველა დაინტერესებული პირისთვის თემაზე: საგაზეთო სტატია ოჯახში ძალადობის შესახებ. პროექტი - “შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში” ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, შსს-ს აკადემიასთან თანამშრომლობით. პროექტს სრულად აფინანსებს ევროკავშირი. პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოში ოჯახში ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა, ოჯახში ძალადობისა და მისი შედეგების აღმოფხვრა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების და ინფორმირების გზით. „კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის თემატიკაზე დაწერილი სტატია, არაუგვიანეს 2016 წლის 8 ივნისისა. ელექტრონული ფოსტის მისამართია: dv.geeu@gmail.com შეფასების კრიტერიუმები: თემატიკასთან შესაბამისობა; არსებული გამოწვევების შესაბამისად წარმოდგენილი თემატიკა; ინფორმატიულობა; ლაკონურობა; კრეატიულობა. კონკურსის შედეგად გამოვლენილი სამი გამარჯვებული დაჯილდოვდება ფასიანი პრიზებით. მთავარი პრიზი – ელექტრონული წიგნი - გადაეცემა პირველ ადგილზე გასული სტატიის ავტორს. მეორე ადგილზე გასული სტატიის ავტორი დაჯილდოვდება ფოტოკამერით, ხოლო, მესამე ადგილზე გასული სტატიის ავტორს გადაეცემა კომპიტერული აქსესუარი. საუკეთესო სტატია გამოქვეყნდება სამ ადგილობრივ რეიტინგულ გაზეთში.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)