|
2016-05-20 10:21:27, 559 ნახვა
საზოგადოება
ხაშურში დევნილი ოჯახებისთვის ბინების განაწილების კენჭისყრა გაიმართა
ხაშურში, სააკაძის ქუჩა N2-ში არსებულ შენობას სამინისტროს დაფინანსებით რეაბილიტაცია ჩაუტარდა. შენობაში სულ 85 ბინაა, აქედან 36-ერთოთახიანია, 44-ოროთახიანი და 5-სამოთახიანი. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიულ ორგანში, სააკაძის ქუჩაზე არსებული ბინები, ფარული კენჭისყრის პრინციპით, დევნილ ოჯახებზე განაწილდა. მათივე ცნობით, ბინების განაწილების დროს გათვალისწინებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები და მათ ბინები პირველ სართულზე გადაეცათ.ამ ეტაპზე, ხაშურში, სააკაძის ქუჩაზე საცხოვრებელი ფართი 63 დევნილ ოჯახს გადაეცემა. რაც შეეხება დარჩენილ 22 ბინას, მიმდინარეობს დევნილი ოჯახების დამატებითი მოკვლევა, რომლის შედეგებიც სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)