|
2016-05-20 09:37:56, 575 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილმა ევროპარლამენტის დელეგაციას უმასპინძლა
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საქართველოში სტუმრად მყოფ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის უშიშროებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის დელეგაციას შეხვდა. შსს-ს ინფორმაციით, გიორგი მღებრიშვილმა სტუმრებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში გატარებული რეფორმები გააცნო, რომელთა შედეგებიც ევროკომისიის ანგარიშში პოზიტიურად აისახა. მათივე ინფორმაციით, მინისტრმა ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა უკანასკნელ პერიოდში საქართველოსა და ევროპის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავებაზე, მათ შორის, ორმხრივი ურთიერთობების, პოლიციის ატაშეების, ევროპოლისა და ინტერპოლის მეშვეობით. გიორგი მღებრიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) საქმიანობას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. საზღვრისპირა რეგიონებში, რაც ამჟამად ერთადერთ ქმედით საერთაშორისო მექანიზმს წარმოადგენს. თავის მხრივ, ევროპარლამენტარებმა იმედი გამოთქვეს, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას სამოქმედო მანდატი ორი წლით გაუხანგრძლივდება და კიდევ ერთხელ ხაზგასმით დააფიქსირეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა. ევროპარლამენტის დელეგაციის წევრებმა გიორგი მღებრიშვილს ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ სტრუქტურებთან აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს და საქართველოსთვის შენგენის ქვეყნებში უვიზო რეჟიმის მინიჭებასთან დაკავშირებით მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)