2016-05-19 20:22:25, 690 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხურჩაში მომხდარ მკვლელობას გმობს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხურჩაში მომხდარ მკვლელობას გმობს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელის, ნინო გიორგობიანის განცხადებით, მათ აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია უკვე მიაწოდეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.
ცნობისთვის, სუს-ის ოფიციალური ინფორმაციით, 19 მაისს, დაახლოებით 14:30 საათზე ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია. ინციდენტის შედეგად დაზარალებული მუცლის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ გადაყვანილ იქნა ზუგდიდის ჰოსპიტალში, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან