|
2016-05-19 18:45:22, 579 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრმა თაინეთში პროექტი „იდეიდან ცვლილებამდე“ განახორციელა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ თიანეთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის პროექტი - „იდეიდან ცვლილებამდე“ - განახორციელა. პროექტი საქართველოში აშშ-ს საელჩოს დემოკრატიის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა. მისი მიზანი მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები 14-დან 18 წლამდე ახალგაზრდებში სამოქალაქო ჩართულობისა და მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობაა. ორდღიანი ტრენინგის განმავლობაში პროექტის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია საზოგადოებაში საკუთარი როლისა და აქტიური მოქალაქეობის შესახებ, იმსჯელეს თემში არსებულ საჭიროებებსა და მათი მოგვარების საშუალებებზე. მონაწილეები გაეცნენ პროექტის წერის ძირითად პრინციპებს, თემის საჭიროებიდან გამომდინარე დაწერეს საკუთარი იდეები. საუკეთესო იდეა კი პროექტის ავტორების დახმარებით განხორციელდება. ტრენინგები თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ჩატარდა. ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" სხვადასხვა ახალგაზრდულ პროგრამას ახორციელებს. მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანია მოზარდებში სამართლებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)