|
2016-05-19 18:27:46, 540 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა მინისტრის მოადგილე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს ერიკ ჰიოგს შეხვდა. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ერიკ ჰიოგს სამინისტროს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და სტატისტიკური მონაცემები გააცნო. უწყების ინფორმაციით, შოთა რეხვიაშვილმა ასევე გრძელვადიანი განსახლების მიმართულებით სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებსა და მომავლის გეგმებზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამინისტრო პრიორიტეტს ნგრევადი და სიცოცხლისათვის საშიში ობიექტებიდან დევნილი ოჯახების განსახლებას ანიჭებს. დღევანდელი მონაცემებით, სამინისტრომ უკვე 38 ასეთი შენობა დახურა და იქ მცხოვრებ ოჯახებს ბინები ახალაშენებულ ან რეაბილიტირებულ კორპუსებში გადასცა. შოთა რეხვიაშვილი ასევე შეეხო „სოფლად სახლის“, „მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების დაკანონებისა“ და „იპოთეკური სესხის დაფარვის“ პროექტებს. მინისტრის მოადგილემ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრისას განაცხადა, რომ სამინისტრომ დაიწყო ახალი კორპუსების მშენებლობა ზუგდიდში, ქუთაისსა და გორში. შეხვედრის დასასრულს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ ერიკ ჰიოგმა მინისტრის მოადგილეს ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებისთვის მადლობა გადაუხადა.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)