|
2015-02-25 11:11:20, 976 ნახვა
სამართალი
შსს-მ ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ძარცვის ბრალდებით 2 პირი პირი დააკავეს. „შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მეშვიდე განყოფილების, შსს-ს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს გარდაბნის რაიონული სამმართველოს გაჩიანის განყოფილებისა და შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღობისძიებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 1981 წელს დაბადებული ბორის ლ. და ასევე წარსულში ნასამართლევი, 1980 წელს დაბადებული როინ ფ. ძარცვის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა თბილისში, ჩაბალის ქუჩაზე 1985 წელს დაბადებულ ნატა ი-ს, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ხელჩანთა პირადი ნივთებით გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბორის ლ. გარდაბანში, სოფელ გამარჯვებაში, ხოლო როინ ფ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. ნაძარცვი ხელჩანთა ნივთმტკიცებად ამოიღეს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. უწყების ცნობით, გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ძარცვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)