|
2016-05-19 12:31:57, 590 ნახვა
საზოგადოება
კვირის დოკუმენტი - ღვთისმშობლის ჭედური კარედი ხატის ფოტო
X საუკუნის ღვთისმშობლის ჭედური კარედი ხატის ფოტო გადაღებულია 1910 წელს ლაშხეთის თემის სოფელ ჩუკულში. დღემდე მოღწეულია ხატის მხოლოდ მარცხენა კარი წმიდა გიორგის გამოსახულებით და ქვედა ნაწილის მცირე დეტალები. ხატის შუაში წარმოდგენილია ტახტზე დაბრძანებული ღვთისმშობელი; გვერდებზე - მოციქულები პეტრე და პავლე. მარჯვენა და მარცხენა კარებზე წმიდა მხედრები: წმიდა გიორგი და წმიდა თეოდორე. ხატის შემორჩენილი ნაწილი, ჩუკულისა და ჯახუნდერის ეკლესიებიდან გატაცებულ სხვა ნივთების ფრაგმენტებთან ერთად, ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში 1934 წლიდან ინახება. ხატის დიდი ნაწილი, როგორც ჩანს, 1933 წელს ლეჩხუმისა და სვანეთის ეკლესიების ძარცვას შეეწირა. ფოტოს ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე: http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში: https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia. „კვირის დოკუმენტი" ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)