|
2016-05-18 12:04:50, 611 ნახვა
საზოგადოება
მაკა ჩიჩუამ ლაიფციგში ბავშვთა ჰოსპისი მოინახულა
საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ლაიფციგში, ბუნდესტაგის დეპუტატ, დოქტორ თომას ფეისტთან ერთად, ბავშვთა ჰოსპისს ესტუმრა, რომელსაც დეპუტატი დაარსების დღიდან კურირებს და ეხმარება, როგორც ბუნდესტაგის ჯანდაცვის კომიტეტის წევრი. ,,ჩვენთვის ძალიან საინტერესოა საერთაშორისო სტანდარტების მქონე ბავშვთა ჰოსპისების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მათი მრავალწლიანი გამოცდილების გაცნობა, რადგან საქართველოშიც შენდება პირველი ასეთი დაწესებულება. საინფორმაციო მასალების გაცვლაზე უკვე შევთანხმდით", - განაცხადა მაკა ჩიჩუამ. პირველი ლედი გერმანიაში ჰოსპისების მუშაობის სისტემასა და სპეციფიკას ფონდ " ღია საზოგადოება - საქართველოს" წარმომადგენლებთან ერთად ეცნობა, რომლებიც საქართველოში ბავშვთა პირველ ჰოსპისს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის თანადაფინანსებით აშენებენ. მაკა ჩიჩუამ ლაიფციგში ჰოსპისის წარმომადგენლები საქართველოში ჰოსპისის გახსნაზე მოიწვია, რომელიც 2016 წლის ბოლოსათვის იგეგმება. ეს იქნება პირველი დაწესებულება/სახლი, სადაც პალიატიურ მზრუნველობას გაუწევენ ქრონიკული და უკურნებელი სენით დაავადებულ ბავშვებს. ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის მომსახურება უფასო იქნება.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)