|
2016-05-18 11:36:46, 750 ნახვა
საზოგადოება
„რკინიგზა“ საქართველოში ახალი ორსართულიანი მატარებლების შემოსვლას 17 ივლისს ელოდება
ზაფხულისთვის მგზავრებს „საქართველოს რკინიგზის“ ოთხი ერთეული ახალი მატარებელი მოემსახურება, - ასე უპასუხა საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორამ მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, რამდენად მზადაა „საქართველოს რკინიგზა“ ზაფხულისთვის, ვინაიდან, საქართველოში წელს ბევრ ტურისტს ელოდებიან. ბახტაძის განმარტებით, მატარებელი საქართველოში 17 ივლისს შემოვა და ტექნიკური რეგლამენტის გავლის შემდეგ, თბილისიდან ბათუმის მიმართულებაზე დადგება. „ზაფხულისთვის თქვენი იცით, რომ სიუპრიზი მოვუმზადეთ ჩვენს მგზავრებს და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, მათ უფლება მოგვცეს, შევისყიდოთ 4 ერთეული ახალი ორსართულიანი მატარებელი, რომელიც ევროპაში ერთ-ერთ საუეთესო ტექნოლოგიად ითვლება. მატარებლის შემოსვლას ველოდებით 17 ივლისს და შესაბამისად, ტექნიკური რეგლამენტის გავლის შემდეგ, ის დადგება მიმართულებაზე თბილისიდან ბათუმისკენ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. როგორც ცნობილია, " საქართველოს რკინიგზა" ახალ მატარებლებს ეტაპობრივად შემოიყვანს. ორ მატარებელს ივლისში, ორს კი- წლის ბოლოს.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)