|
2016-05-18 10:47:25, 774 ნახვა
საზოგადოება
“მაუწყებელში უსამართლობა, ნეპოტიზმი და სრული განუკითხაობაა”, - საზმაუს თანამშრომლები გამაფრთხილებელ აქციას მართავენ
გვამუშავებენ მეტს, გვიხდიან ნაკლებს. მიუხედავად ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობისა, ოფიციალურად დაფიქსირებული ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის დევალვაციისა, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს წლების განმავლობაში ხელფასები არ მოგვმატებია, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები, ოპერატორები, მემონტაჟეები და ტექნიკური სპეციალისტები აცხადებენ. ისინი საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ გამაფრთხილებელ აქციას მართავენ. მათი განცხადებით, არაერთხელ მიმართეს საკუთარი პრობლემებით მენეჯმენტს, თუმცა მათგან მხოლოდ გულგრილობა და უპასუხისმგებლობა მიიღეს. „დამსაქმებელი ვერ უზრუნველყოფს დასაქმებულებს სამუშაოს ჯეროვნად შესრულებისთვის საჭირო პირობებით; არ არის დაცული საქართველოს შრომის კოდექსით გარანტირებული მინიმალური სტანდარტები; გვამუშავებენ მეტს და გვიხდიან ნაკლებს. ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც მაუწყებლის ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ საკუთარი პრობლემებით მენეჯმენტს, თუმცა მათგან მხოლოდ გულგრილობა და უპასუხისმგებლობა მივიღეთ. სხვაგვარ დამოკიდებულებას არც მოველოდით იმ რეალობიდან გამომდინარე, როცა მაუწყებელში უსამართლობა, ნეპოტიზმი და სრული განუკითხაობაა“, - განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე. მათივე განცხადებით, ისინი ითხოვენ შრომის ადეკვატურად ანაზღაურებას, ღირსეულ სამუშაო პირობებს და სახელფასო პოლიტიკის სამართლიანობას. „ჩვენ დღესვე, კოლექტიური დავის მედიაციის მოთხოვნით, მივმართავთ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს. წერილის ჩაბარებიდან 21 დღეში, ჩვენი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საყოველთაო კანონიერი გაფიცვის უფლებას ვიტოვებთ. მივმართავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელ პირებს და სამეურვეო საბჭოს, აზრი არ აქვს ჩვენს დაშინებას, დაშანტაჟებას და მუქარას, ან იმის ძიებას ვინ დგას ჩვენს უკან. ამ კითხვაზე პასუხი მარტივია, ჩვენს უკან ჩვენი მძიმე სოციალური პირობები და ოჯახები დგანან“, - აცხადებენ საზმაუ-ს თანამშრომლები. ამასთან, როგორც მათ აღნიშნეს, მათი მიზანი არ არის ტელევიზიის საქმიანობის შეზღუდვა, არამედ სოციალური თანასწორობისა და ადამიანის დაფასება. „ნებისმიერი მცდელობა თქვენი მხრიდან ჩვენი დაშინების, დაშანტაჟების, ან სამსახურიდან დათხოვნის, აღქმული იქნება, როგორც მედიის საქმიანობაში ჩარევა, შრომის კოდექსის უგულებელყოფად, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას იერიშის მიტანად. დროა საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტისათვის პირორიტეტი, თანამშრომლები და ზოგადად ადამიანი გახდეს. ამის გარეშე ვერც რეიტინგი და ვერც სამართლიანობა“, - აცხადებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)