|
2016-05-17 17:53:52, 638 ნახვა
საზოგადოება
ბექა მიქაუტაძე ლისის ტბის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა
საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, დღეს, ლისის ტბის მიმდებარედ არსებული დასახლების მცხოვრებლებს შეხვდა და მათი პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. მერიის ინფორმაციით, ადგილობრივებისთვის მთავარი სატკივარი დღესდღეობით, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურაა. მათ გამგებელს კონკრეტულ ადგილას სპორტული და საბავშვო მოედნის მოწყობა სთხოვეს, თუმცა ტერიტორია, რომელზეც ისინი მიუთითებდნენ, გამგებლის განმარტებით, კერძო საკუთრებას წარმოადგენს და ის სახელმწიფოს მიერ 2010 წელს იქნა გასხვისებული, შესაბამისად, აღნიშნულ ტერიტორიაზე გამგეობა ინფრასტრუქტურულ პროექტს ვერ განახორციელებს. ამავე დასახლების მაცხოვრებლებს სასმელი წყლის პრობლემაც აწუხებთ. ისინი ჩივიან, რომ უმეტესად ზაფხულობით წყალი იმღვრევა და მისი მოხმარება შეუძლებელი ხდება. ბექა მიქაუტაძემ მათ განუცხადა, რომ აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად ის კომპანია „ჯივიპის“ საქმის კურსში ჩააყენებს. „ჩვენ მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს კომპანია „ჯივიპისთან“ და აღნიშნულ საკითხის შესახებ მის ხელმძღვანელობას აუცილებლად ვაცნობებთ და რეაგირებას მოვითხოვთ. რაც შეეხება სათამაშო და სპორტულ მოედანს, ტერიტორია გასხვისებულია 2010 წელს და კერძო საკუთრებას ჩვენ ვერ შევეხებით, თუმცა შევეცდებით გამოვნახოთ ალტერნატიული ტერიტორია, სადაც ადგილობრივების თხოვნის შესაბამისად, გასართობ და დასასვენებელ ინფრასტრუქტურას მოვაწყობთ“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)