|
2016-05-17 15:32:17, 585 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს საბაჟო სისტემაში საზღვრის მართვის ევროპული სტანდარტი ინერგება
ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ინტეგრირებული საზღვრის მართვის საპილოტე პროექტის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტს „სადახლო“სატვირთო მანქანების შემოწმებისათვის განკუთვნილი სკანერი გადაეცა. სსიპ "შემოსავლების სამსახურის" ინფორმაციით, 1,5 მილიონი დოლარის ღირებულების სკანერის შეძენა-გადმოცემის პროექტი განხორციელდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივის ფარგლებში,რომლის მიზანია საზღვრის ერთიანი მართვის პრინციპების დანერგვა სამხრეთ კავკასიაში. 17 მაისს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო“ სკანერის გადმოცემასთან დაკავშირებით გაიმართა ოფიციალური ცერემონია, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსიგიორგი თაბუაშვილი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელიიანოშ ჰერმანი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოშიშომბი შარპი და სხვა მოწვეული სტუმრები. ცერემონიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და საქართველოს საბაჟო სისტემაში საზღვრის მართვის ევროპული სტანდარტის დანერგვაში ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის უმნიშვნელოვანესი წვლილი ხაზგასმით აღნიშნა შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა. ცერემონიის შემდეგ სტუმრები შეხვდნენ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს და ადგილზე გაეცნენ ახალი სკანერის მუშაობის სპეციფიკას, აგრეთვე, დაათვალიერეს ყველა ის მოწყობილობა, რომელიც საბაჟო გამშვებ პუნქტს აღნიშნული პროექტის ფარგლებში გადმოეცა. მათ საშუალება მიეცათ თვალყური ედევნებინათ საბაჟო დეპარტამენტის სპეციალურად გაწვრთნილი სამსახურებრივი ძაღლების მიერ საეჭვო ნივთების აღმოჩენის პროცედურისთვისაც.
კომუნიკაციების კომისიამ ტერმინების გამო ფორმულა 2 500 ლარით დააჯარიმა
საგამოძიებოს ცნობით, კორუფციულ და საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი სამი დანაშაულებრივი ფაქტი გამოავლინეს
სასამართლოს გადაწყვეტილებით, EU-ს ტრასტებში შენახული რუსული აქტივების გაყინვაც შეუძლია
ყაზახეთმა ქვეყანაში „გაზპრომის“ აქტივების ჩამორთმევის ნებართვა გასცა უკრაინის მიერ შეტანილი 1.4 მილიარდი დოლარის ოდენობის სარჩელის შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)