17:04 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-17 11:56:50, 582 ნახვა

საზოგადოება
დაკავებული ლგბტ პირების მხარდამჭერები საქალაქო სასამართლოსთან აქციას გამართავენ

სოლიდარობა დაკავებულ აქტივისტებს - ამ ლოზუნგით ლგბტ პირების მხარდამჭერები საქალაქო სასამართლოსთან აქციას გამართავენ, - ამის შესახებ „ლგბტ-საქართველოს“ წარმომადგენლები აცხადებენ. 

მათივე ინფორმაციით, საპატრიარქოსთან დაკავებული 10 პირიდან სამი გათავისუფლებულია, 7 კი ისევ პატიმრობაში რჩება.

„ლგბტ-საქართველოში“ ამბობენ, რომ 7 დაკავებულის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

აქცია 13:00 საათისთვის არის დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ ლგბტ მხარდამჭერები საპატრიარქოს შენობაზე ფერადი საღებავებით წარწერები გააკეთეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქტივისტები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით არიან დაკავებულები, რაც ადმინისტრაციული თვითმმართველი ერთეულის დამახინჯებას გულისხმობს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კომუნიკაციების კომისიამ ტერმინების გამო ფორმულა 2 500 ლარით დააჯარიმა
საგამოძიებოს ცნობით, კორუფციულ და საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი სამი დანაშაულებრივი ფაქტი გამოავლინეს
სასამართლოს გადაწყვეტილებით, EU-ს ტრასტებში შენახული რუსული აქტივების გაყინვაც შეუძლია
ყაზახეთმა ქვეყანაში „გაზპრომის“ აქტივების ჩამორთმევის ნებართვა გასცა უკრაინის მიერ შეტანილი 1.4 მილიარდი დოლარის ოდენობის სარჩელის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics