|
2016-05-17 11:00:40, 636 ნახვა
საზოგადოება
ბათუმის N3 დაწესებულების მსჯავრდებულებს/ბრალდებულებს პროფილაქტიკური სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N3 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს პროფილაქტიკური სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტთა მიერ 88 ბრალდებულს/მსჯავრდებულს გაეწია 189 კონსულტაცია, ჩატარდა დიაგონისტიკური კვლევები (ელექტროკარდიოგრაფიული, რენტგენოლოგიური, ულტრასონოგრაფიული). N3 პენიტენციურ დაწესებულებაში ხელმისაწვდომია პენიტენციური ჯანდაცვის სტანდარტით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურება და 300-ზე მეტი სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი დაწესებულების აფთიაქში. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გამოკვლევების ორგანიზებას სამინისტროს კონტრაქტორ სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტების ჩართულობით სამედიცინო დეპარტამენტი უზრუნველყოფს. მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა სამედიცინო პროფილაქტიკური გამოკვლევები უკვე ჩატარდა N3, N5, N8, N15 და N17 პენიტენციურ დაწესებულებებში. წლის ბოლომდე აღნიშნული ღონისძიება ყველა პენიტენციურ დაწესებულებას მოიცავს. გამოკვლევები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და ევროპის საბჭოს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული სამედიცინო აპარატურით ტარდება. აღნიშნული აპარატურით დაწესებულებების ნაწილი უკვე აღჭურვილია, ნაწილი კი, ეტაპობრივად აღიჭურვება.
კომუნიკაციების კომისიამ ტერმინების გამო ფორმულა 2 500 ლარით დააჯარიმა
საგამოძიებოს ცნობით, კორუფციულ და საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი სამი დანაშაულებრივი ფაქტი გამოავლინეს
სასამართლოს გადაწყვეტილებით, EU-ს ტრასტებში შენახული რუსული აქტივების გაყინვაც შეუძლია
ყაზახეთმა ქვეყანაში „გაზპრომის“ აქტივების ჩამორთმევის ნებართვა გასცა უკრაინის მიერ შეტანილი 1.4 მილიარდი დოლარის ოდენობის სარჩელის შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)