22:58 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-16 18:59:09, 863 ნახვა

სამართალი
საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატები დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ ადამიანისუ ფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევ მოსამართლედ ალექსანდრე ბარამიძის, ნანა მჭედლიძისა და  გიორგი ბადაშვილის კანდიდატურები დაამტკიცა. სპეციალური კომისიის მიერ შერჩეული 5 კანდიდატი მთავრობის სხდომას კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა წარუდგინა.მთავრობის დამტკიცებული კანდიდატებიდან ერთ-ერთს სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან არჩეული მოსამართლის პოსტზე ევროპის საბჭო შეარჩევს. 

სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან არჩეულ მოსამართლეს ვადა 2017 წელს ეწურება. დღემდე მისი შერჩევის პროცედურა არ არსებობდა და გადაწყვეტილების მიღება ერთპიროვნულად ხდებოდა. მიმდინარე წელს პირველად გაიწერა სტრასბურგის ქართველი მოსამართლის არჩევის წესი.

მოსამართლეობის მსურველმა 47-მა კანდიდატმა ჯერ ტესტირებები გაიარა, შემდეგ კი − გასაუბრებას პეციალურ კომისიასთან. სამთავრობო კომისიის შემადგენლობაში იყვნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების პირველი პირები, საქართველოს სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი 47-მა კანდიდატმა გამოთქვა, საბოლოოდ კი, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, იუსტიციის მინისტრმა მთავრობას ალექსანდრე ბარამიძის, ნანამჭედლიძის, გიორგიბადაშვილის, ანადოლიძისა დაევაგოცირიძის კანდიდატურები წარუდგინა. 
მოსამართლეს საქართველოდან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ევროპის საბჭო 2016 წლის შემოდგომაზე აირჩევს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics