17:43 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-16 18:24:02, 617 ნახვა

პოლიტიკა
იმერლიშვილი: კანონი, რომელიც პარლამენტმა მიიღო, ძალიან ბევრ შეკითხვას ბადებს

პრეზიდენტი ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებებზე ხელმოწერის ან ვეტოს საკითხს არასამთავრობო ორგანიზაციებთან კიდევ ერთი კონსულტაციის შემდეგ მიიღებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა, ქვეყნის პრეზიდენტისა და არასამთავრობო სექტორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც იმერლიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტი ყოველთვის იცავს დამოუკიდებელ ინსტიტუტებს და კონსტიტუციით, მათი გამართულად მუშაობის გარანტია.

”კანონი, რომელიც პარლამენტმა მიიღო, ძალიან ბევრ შეკითხვას ბადებს იმ კონტექსტში, რომ იგი არ იყო შეთანხმებული და გაგზავნილი არც საკონსტიტუციო სასამართლოში და არ იყო გათვალისწინებული მათი მოსაზრებები, ასევე არც ვენეციის კომისიაში, რასაც ჩვენ ევროსაბჭოს წევრობა გვავალდებულებს. მე თავად ვიყავი ჩართული საკომიტეტო განხილვებში - კითხვები დავსვი, მაგრამ პასუხგაუცემელი დარჩა. პრეზიდენტი ატარებს კონსულტაციებს და საბოლოო გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც კანონის საბოლოო ვერსიას ნახავს და არასამთავრობო სექტორთან კიდევ ერთხელ გამართავს კონსულტაციებს”, - აღნიშნა იმერლიშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული კანონის კონსტიტუციურობასთან მიმართებაში კითხვის ნიშნები დგას.          

თავის მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი პრეზიდენტს ურჩევს, ვეტოს უფლება გამოიყენოს, ხოლო ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის პირველმა პირმა კანონს ხელი უნდა მოაწეროს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics