22:20 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-16 18:02:24, 970 ნახვა

ეკონომიკა
აპრილში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 4%-ით გაიზარდა

აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 4%-ით გაიზარდა.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს:

„2016 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 94.8 მილიონი აშშ დოლარი, ანუ 214.7 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 4.0 პროცენტით (3.7 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2015 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 90.3 პროცენტი იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აპრილში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის აპრილში მთელი ფულადი გზავნილების 91.8 პროცენტი მოდიოდა.

2016 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 16.3 მლნ აშშ დოლარი (37.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 14.5 მლნ აშშ დოლარისა (32.8 მლნ ლარისა) გასული წლის აპრილში“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics