|
2016-05-16 13:56:15, 534 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტის ადმინისტრაცია „საბას" ახალ პროექტში „ქალაქი - ბიბლიოთეკა" ჩაერთო
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია „საბას" ახალ პროექტში „ქალაქი - ბიბლიოთეკა" ჩაერთო. პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი თბილისის მერიასთან ერთად აღნიშნული პროექტის თანადაფინანსებას ახორციელებს. პროექტის პარტნიორია ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო". „ქალაქი - ბიბლიოთეკა" სოციალურ - საგანმანათლებლო პროექტია, რომლის ფარგლებშიც, თბილისის ქუჩებში, სკვერებში, მეტროპოლიტენში „საბას" 300-მდე ელექტრონული ბიბლიოთეკა დამონტაჟდება, მასზე განთავსდება წიგნები, ნებისმიერი მსურველი შეძლებს მის ჩამოტვირთვას და ინტერნეტის გარეშე წაიკითხვას. თბილისის მერიაში პროექტის პრეზენტაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ესწრებოდა, რომელიც მიიჩნევს, რომ პროექტი წიგნიერების გავრცელებას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს. „ამ პროექტში არის უამრავი საინტერესო კომპონენტი. მინდა გამოვყო მნიშვნელოვანი - ეს არის აუდიოწიგნები უსინათლოებისთვის. თუმცა ამაზეც ვმსჯელობდით ჩვენ,რომ აუდიოწიგნები არა მხოლოდ უსინათლოებს გამოადგებათ, დღეს უფრო და უფრო პოპულარული ხდება მათი მოხმარება.დღეს არც თუ ისე ხშირია ინიციატივები, როდესაც ერთმანეთს ემთხვევა კერძო სექტორის, არასამთავრობო სექტორის, მუნიციპალიტეტის, სახელმწიფო სექტორის ხედვები და ინიციატივები", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა. მისი განცხადებით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხრიდან ასეთი პროექტები წახალისებულია. ეს არის მესამე პროექტი, რომელიც ამ ფორმატით კეთდება. "მინდა დიდი მადლობა გადავუხადო რატი ამაღლობელს ამ იდეისთვის, ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ დავითს და თბილისის მერიას, რომელიც მსხვილი მხარდამჭერია ამ პროექტის და ასევე ფონდს „ღია საზოგადოება- საქართველო", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
კომუნიკაციების კომისიამ ტერმინების გამო ფორმულა 2 500 ლარით დააჯარიმა
საგამოძიებოს ცნობით, კორუფციულ და საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი სამი დანაშაულებრივი ფაქტი გამოავლინეს
სასამართლოს გადაწყვეტილებით, EU-ს ტრასტებში შენახული რუსული აქტივების გაყინვაც შეუძლია
ყაზახეთმა ქვეყანაში „გაზპრომის“ აქტივების ჩამორთმევის ნებართვა გასცა უკრაინის მიერ შეტანილი 1.4 მილიარდი დოლარის ოდენობის სარჩელის შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)