|
2016-05-16 10:35:48, 630 ნახვა
საზოგადოება
ლგბტ საქართველო: ხელისუფლებამ ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარების გარანტიები არ მოგვცა
ხელისუფლებამ არ მოგვცა ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარების გარანტიები,-ამის შესახებ ლგბტ საქართველოს განცხადებაშია აღნიშნული. მათივე თქმით, ისინი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე შეკრების თავისუფლების უზრუნველსაყოფად საჭირო ზომების გატარებას ითხოვდნენ, თუმცა უშედეგოდ. „ხელისუფლების წარმომადგენლებმა შემოგვთავაზეს შეკრება ისევ მრგვალ ბაღში ან ჭავჭვაძის გამზირზე; შეხვედრაზე ასევე გაჟღერდა საჯაროდ შეკრების ადგილის სხვა ალტერნატივებიც - პრაქტიკულად, 17 მაისის შეკრების ჩატარება შესაძლებელია თბილისის სხვა ქუჩებში, სკვერებსა თუ ადგილებში, გარდა რუსთაველის გამზირისა. ასევე შემოგვთავაზეს, იგივე შეკრება რუსთაველზე სხვა დროისთვის, 19 მაისისთვის გადაგვედო, რადგან 17 მაისს რუსთაველის გამზირზე ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით არის დაგეგმილი რამდენიმე აქცია, რაც სამართალდამცავების აზრით, 2013 წლის გამოცდილებიდან გამომდინარე, მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმის რისკებს აჩენს.
საგამოძიებოს ცნობით, კორუფციულ და საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი სამი დანაშაულებრივი ფაქტი გამოავლინეს
სასამართლოს გადაწყვეტილებით, EU-ს ტრასტებში შენახული რუსული აქტივების გაყინვაც შეუძლია
ყაზახეთმა ქვეყანაში „გაზპრომის“ აქტივების ჩამორთმევის ნებართვა გასცა უკრაინის მიერ შეტანილი 1.4 მილიარდი დოლარის ოდენობის სარჩელის შემდეგ
ისწავლე საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიით ახლა უკვე მადრიდში
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)