|
2016-05-15 19:00:55, 1161 ნახვა
სხვადასხვა
პოლონურ ქალაქ მილიჩსა და ქობულეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობა დაიგეგმა
დღეს, ქვემო სილეზიის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა პოლონელ კოლეგებს უმასპინძლეს. სასტუმრო „ჯორჯია პალასში" ქ. ქობულეთის და ქ.მილიჩის ტურისტული პოტენციალის ამსახველი პრეზენტაციები გაიმართა, რაც ამ ქალაქების შემდგომი დამეგობრების წინაპირობად შეიძლება ჩაითვალოს. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ ქ.მილიჩის მერს წარუდგინა ის ძირითადი ტურისტული და ეკონომიკური შესაძლებლობები, რომელიც აჭარის ამ უმდიდრეს მუნიციპალიტეტს გააჩნია. შეხვედრის შედეგად განისაზღვრა მომავალი თანამშრომლობისათვის შერჩეული სფეროები: სოფლის მეურნეობა, კოოპერატივების განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებები, პროფესიული გადამზადებები, ფრინველების ფესტივალში მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ დაცული ტერიტორიები და ფრინველთა მიგრაციის ლოკაციები ქ.მილიჩისათვის განსაკუთრებით აქტუალურია, რადგანაც პოლონეთის ამ ქალაქში ტურისტებს სწორედ ამ მიმართულებით იზიდავენ. დაიგეგმა საპასუხო ვიზიტი ქ.მილიჩში, სადაც ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი ქობულეთსა და მილიჩს შორის ოფიციალურად გაფორმდება. დღესვე, ოფიციალური დელეგაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარისა და ქვემო სილეზიის მარშალის ხელმძღვანელობით აგრო-სერვის ცენტრს ესტუმრა, სადაც სტუმრებისათვის ადგილობრივი ღვინის დეგუსტაცია და ქართული სამზარეულოს მასტერ-კლასი მოეწყო. აღსანიშნავია, რომ პოლონური დელეგაცია რეგიონში საპასუხო ვიზიტით იმყოფება. მიმდინარე წლის 29 მარტიდან 1 აპრილამდე ქვემო სილეზიას აჭარის ა/რ მთავრობის დელეგაცია სტუმრობდა, რის შედეგადაც თანამშრომლობის მემორანდუმები ბევრი საინტერესო მიმართულებით გაფორმდა.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)