2016-05-14 17:41:53, 779 ნახვა
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ერთი კვირის თავზე გამოვაქვეყნებ წერილს, სადაც ყველაფერს აღვწერ
დაახლოებით ერთი კვირის თავზე, მე გამოვაქვეყნებ წერილს და იქ ყველაფერს აღვწერ, თუ რა გავაკეთეთ და რას ვაპირებთ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კოალიცია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ქათულ ოცნებას რა თქმა უნდა აღმოვუჩენ ყველანაირ მხარდაჭერას. ერთი კვირის თავზე გამოვაქვეყნებ წერილს, სადაც დეტალურად იქნება ყველაფერი აღწერილი და ეს იქნება ერთგვარი ანგარიში“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
რაც შეეხება პარტიის პოლიტსაბჭოს ახალ წევრებს, როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ახალი კადრების შერჩევაში მონაწილეობა არ მიუღია და მათ არ იცნობს. მისივე თქმით, ახალი სახეები პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის შერჩეულია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან