2016-05-14 16:45:40, 786 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გახდა
კოალიცია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი გახდა.
კვირიკაშვილს ყრილობაზე პარტიის დელეგატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
სპორტის სასახლეში კოალიცია ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” რიგით IV ყრილობა მიმდინარეობს.
ადგილზე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ათასობით მხარდამჭერი იმყოფება. ყრილობაზე იმყოფებიან ყოფილი პრემიერ-მინისტრები ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი.
ყრილობა დღეს ასევე პარტიის პოლიტსაბჭოს განახლებულ შემადგენლობას აირჩევს და ახალ წესდებას დაამტკიცებს.
სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან