2016-05-14 15:40:23, 626 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი: ვფიქრობ, არჩევნებს უფრო კარგად მობილიზებული და ორგანიზებული შევხვდებით
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მხარდამჭერები სპორტის სასახლეში იკრიბებიან.
სპორტის სასახლის დარბაზში ადგილების დიდი რაოდენობა უკვე შევსებულია. ადგილზე იმყოფებიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმოამდგენლებიც.
„პოლიტსაბჭო გაიზრდება, ახალი ძალა შემოგვემატება. ჯერჯერობით სიებზე მაჟორიტარებზე, ვერაფერს გეტყვით. ამ თემაზე მსჯელობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. რაც შეეხება მოლოდინს, რა საკვირველია პარტიის ყრილობა კიდევ ერთი ახალი ეტაპია. ვფიქრობ უფრო კარგად მობილიზებული და ორგანიზებული შევხვდებით ამ არჩევნებს“,- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკიმ.
სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. ყრილობა 16:00 საათზე დაიწყება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან