|
2015-02-24 16:22:12, 532 ნახვა
პოლიტიკა
შს მინისტრი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელ კიასტუტის იანკაუსკასს შეხვდა. შსს-ს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრის მთავარი თემა რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში სადამკვირვებლო მისიის წვლილი იყო. გარდა ამისა, მხარეებმა კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფლებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს და ევროკავშირის მონიტორინგის მისიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ურთიერთთანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ევროკავშირთან პარტნიორობის გაძლიერებისა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის მიმართულებით. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ევროკავშირის დამკვირვებლების როლზე რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების საქმეში და განიხილეს პრაქტიკული ურთიერთქმედების პერსპექტივები. ცნობისთვის, ელჩი კიასტუტის იანკაუსკასი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად 2014 წლის 19 დეკემბერს დაინიშნა. ლიტველმა დიპლომატმა აღნიშნულ პოზიციაზე ტოივო კლაარი შეცვალა, რომელმაც თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა. 2008 წლის ოქტომბერში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც უზრუნველყოფს გამჭვირვალობას (და აწესებს შეზღუდვებს) საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე ქართული პოლიციის მოქმედებებსა და მათ აღჭურვილობასთან დაკავშირებით; ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედებს ე.წ. „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, რომელიც 24 საათიანი კავშირის ფორმას წარმოადგენს შსს-ს, ევროკავშირის მონიტორინგის მისიასა და ოკუპირებული ტერიტორიების დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებს შორის. „ცხელი ხაზი“ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატის ფარგლებში შექმნილ ერთ-ერთ წარმატებულ მექანიზმად მიიჩნევა.
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)