2016-05-14 12:47:29, 644 ნახვა
პოლიტიკა
კახიანი: მიღებული კანონი პრეზიდენტს, შესაძლოა, დღესვე გადაეგზავნოს
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი პრეზიდენტის მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებებზე ვეტოს დადების შემთხვევაში, ვეტოს დაძლევის პროცედურებს განმარტავს.
კახიანის თქმით, მიღებული კანონი პრეზიდენტს შესაძლოა დღესვე გადაეგზავნოს. გიორგი მარგველაშვილს კანონისთვის ხელის მოსაწერად ათდღიანი ვადა აქვს, ან შესაძლოა ვეტო დაადოს. ვეტოს დასაძლევად 76 დეპუატატის მხარდაჭერაა საჭირო.
შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს ეხება, პარლამენტმა მესამე მოსმენით დღეს მოიღო. კანონპროექტის მიღებას წინ რამდენიმე დღიანი ცხარე განხილვა უძღოდა. ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა ოპოზიციამ და პროტესტის ნიშნად სხდომას არ დაესწრო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან