2016-05-13 11:31:32, 550 ნახვა
პოლიტიკა
ბერძენიშვილი: მეჭიაურის და "ქართული ოცნების" გზები გაიყო
„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, დეპუტატ თამაზ მეჭიაურის და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის აზრები ერთმანეთს არ დაემთხვა.
როგორც ლევან ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, თამაზ მეჭიაურისა და „ქართული ოცნების“ გზები გაიყარა.
„მიუხედავად მცდელობისა, გადაგვეტანა ეს „რესპუბლიკელებთან“ დაპირისპირებაში, მაინც აღმოჩნდა დაპირისპირება საკუთარ პარტიასთან. ბატონი თამაზის და „ქართული ოცნების“ გზები გაიყარა. ეს ჩვენი პრობლემა არ არის, არც არასოდეს იყო. სამართლიანი იყო პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, თუ იგი იქნება არჩეული ლიდერად, იმ ადამიანებთან ერთად არ იმუშავებს, ვისაც არ ჯერა ჩვენი ევროპული მომავლის და ნატო-სი”, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან