|
2016-05-12 17:57:04, 2806 ნახვა
სპორტი
„ვითხოვთ დაიკითხოს სანდრო ბრეგაძე და მისი ინფორმატორი“, - კომპოზიტორთა კავშირი განცხადებას ავრცელებს
ჩვენ უკვე მივმართეთ პოლიციას დაკითხონ სანდრო ბრეგაძე და მისი ინკოგნიტო ლაზი მეგობარი-ინფორმატორი, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის ხელმძღვანელობის განცხადებაში. ისინი სანდრო ბრეგაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც კომპოზიტორთა სახლში ბორდელები აქვთ გახსნილი, სადაც გოგოებს აუპატიურებენ და ბიჭებს სცემენ სრულ დეზინფორმაციას უწოდებენ. კომპოზიტორთა კავშირის ხელმძღვანელობა აღნიშნავს, რომ დეზინფორმაციის შემცველი ინფორმაცია ჯერ კიდევ ორი წლის წინ გაავრცელეს, რაზეც სასამართლო ჯერ კიდევ არ დასრულებულა. კომპოზიტორთა კავშირის ხელმძღვანელობის განცხადებას „ექსპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ. “კომპოზიტორთა სახლში გახსნილი აქვთ ბორდელი, 16-17 წლის ბავშვებს ამუშავებენ, ღამე აუპატიურებენ ქალებს, ჯგუფურად ხვდებიან და უმოწყალოდ სცემენ ახალგაზრდა ბიჭებს,” მოძრაობა „ეროვნულების“ ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ ამ სათაურით გამოაქვეყნა წერილი გაზეთ “საქართველო და მსოფლიო”-ში (2016 წ. 11 მაისი). ჩვენ ნამდვილად ვერაფერს ვიტყვით იმის შესახებ, ბრეგაძის სტატიაში მოყვანილი რა საძმოები მოქმედებენ აღმაშენებლის გამზირზე, რაც შეეხება კომპოზიტორთა კავშირში ვითომდა “არსებულ ბორდელს, სადაც თურმე აუპატიურებენ ქალებს, ჯგუფურად ხვდებიან და უმოწყალოდ სცემენ ახალგაზრდა ბიჭებს”, ეს ბინძური ჭორი ბარამ ბარამიძემ და გიორგი ბურჯანაძემ ჯერ კიდევ ორი წლის წინ გაავრცელეს, რის გამოც ჩვენ მაშინვე ოფიციალურად მივმართეთ პოლიციას (რომელიც ჩვენი შენობიდან 50-ოდე მეტრში მდებარეობს) დაუყოვნებლივ დაეწყო გამოძიება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. როგორც ველოდით, მსგავსი ფაქტები არ დადასტურდა, რის შემდეგაც კომპოზიტორთა კავშირის გამგეობამ ცილისწამებისათვის ბარამ ბარამიძესა და გიორგი ბურჯანაძეს სასამართლოში უჩივლა. ეს ადამიანები ყველა ხრიკს მიმართავენ სასამართლო პროცესის გასაჭიანურებლად. ბოლოსწინა სასამართლო სხდომა გადაიდო მათი მოთხოვნით, რამდენადაც გამოთქვეს სურვილი კომპოზიტორთა კავშირთან მორიგებისა, საკითხავია – ვის უნდა შერიგებოდნენ – “ბორდელის ფუნქციონირების ხელშემწყობებს”? ესეც გაწელვის მიზნით განხორციელდა. ხოლო 6 აპრილს სასამართლოს ბოლო სხდომაზე ცილისმწამებელნი საერთოდ არ გამოცხადდნენ. ამის გამო პროცესი ისევ გადაიდო. სასამართლოს მისაღები დარჩა საბოლოო გადაწყვეტილება და ისინი მკაცრად დაისჯებიან, რადგან მათი უმთავრესი პრინციპი – დააბრალე რაც გინდა და მერე კეთილი ინებონ და თავი იმართლონ, ეწინააღმდეგება ცივილური სამართლის ნორმებს. ეს იქნება ჭკუისსასწავლებელი მაგალითი მათთვის, ვინც ასეთი ბოროტი და უღირსი ხერხებით ცდილობს შეკვეთების თუ ბინძური გეგმების განხორციელებას. ჩვენს საწინააღმდეგოდ აგორებული ცილისმწამებლური კამპანიის პერიოდში კომპოზიტორთა კავშირის შენობის პირველ სართულზე რამდენჯერმე შეიცვალა დამქირავებელი. ანუ რას გვიმტკიცებენ – ჩვენ მხოლოდ ბორდელზე ვაქირავებთ ფართს? ჩვენ უკვე მივმართეთ პოლიციას დაკითხონ სანდრო ბრეგაძე და მისი ინკოგნიტო ლაზი მეგობარი-ინფორმატორი. ძალიან საეჭვოდ ემთხვევა ერთმანეთს ბარამ ბარამიძის, გიორგი ბურჯანაძისა და სანდრო ბრეგაძის ხელწერა, საეჭვოა ისიც, რომ ბრეგაძე ათასი ჭორით აჭრელებს ჟურნალ-გაზეთებს და თავშიც არ მოსდის “ეროვნულების ლიდერს” თავად გადაამოწმოს მის მიერ გავრცელებული ფაქტები. ასე რომ მოქცეულიყო, მაშინ კომპოზიტორთა კავშირის შენობაში ვერ აღმოაჩენდა კანონდარღვევას, ვერც ბორდელს და ვერც უცხოელ დამქირავებელს, რადგან მოიჯარე საქართველოს მოქალაქეა. თუ სანდრო ბრეგაძე მტკიცებულებებით ვერ დაადასტურებს მის სტატიებში მოყვანილ ყველა ფაქტს, რომელიც, როგოც “გულმხურვალე პატრიოტს” აღაშფოთებს, მასაც მოუწევს სასამართლოში გამოცხადება და საზოგადოების წინაშე ბოდიშის მოხდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას დნესტრისპირეთის მაცხოვრებლებისთვის პასპორტების დარიგების შესახებ
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)