|
2016-05-12 17:50:48, 1098 ნახვა
კომენტარი
პაპუაშვილი: ვიმედოვნებ, რაიმე ბერკეტს გამოიყენებენ, რათა საკონსტიტუციო სასამართლოს არსებობას აზრი არ დაეკარგოს
"საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში ცვლილებები არის საკონსტიტუციო რეფორმის შემაკავებელი, მავნებლური და ცუდი, რომლის მიზანია, საკონსტიტუციო სასამართლოს დასჯა",-ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, გაუგებარია ის შიშები, რომელიც აქვს პოლიტიკურ წრეებს, მათ შორის, დეპუტატებს. " პარლამენტარების კეთილგონიერების იმედი მაქვს იმიტომ, რომ აბსურდულია ამ კანონპროექტის განხილვაც კი. ყველა მხრიდან კრიტიკის ქარცეცხლში გადის კანონპროექტი- როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ისე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან და ისინი ერთმნიშვნელოვნად ამბობენ იმის შესახებ, რომ კანონპროექტი არათუ ავითარებს სასამართლოს, არამედ ძირს უთხრის მის ნორმალურ და დემოკრატიულ ფუნქციონირებას. აქიდან გამომდინარე, გაუგებარია, რატომ უნდა მიიღოს პარლამენტმა კანონი, რომელიც აფერხებს საკონსტიტუციო სასამართლოს განვითარებას. იმედი მაქვს, კანონპროექტი მიღებული არ იქნება, ან რაიმე ბერკეტი იქნება გამოყენებული, რათა საკონსტიტუციო სასამართლოს არსებობას ამ ქვეყანაში აზრი არ დაეკარგოს",-განაცხადა პაპუაშვილომა. მან იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მოხდება ხელისუფლებაზე ზეწოლა და საბოლოოდ, კანონპროექტი კანონის სახეს ვერ მიიღებს. პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე მეორე მოსმენით ორგანული კანონის პროექტის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განხილვა დაიწყო. კანონპროექტის ინიციატორი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტია. საკითხის თაობაზე მომხსენებელმა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ პროექტის პირველი მოსმენით განხილვის დროს გამოთქმული შენიშვნებისა და მოსაზრებების უდიდესი ნაწილი გათვალისწინებულია და მთელ რიგ მუხლებთან დაკავშირებით მიღწეულია კონსენსუსი. მომხსენებელმა დეპუტატებს ის ძირითადი ცვლილებები გააცნო, რაც კანონპროექტში პირველი მოსმენის შემდეგ შევიდა. ერთ-ერთი ასეთი ცვლილების თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს აქტის გამოქვეყნებად ითვლება მისისრული ტექსტის საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნება,ხოლო რა დროში მოხდება მისი ვებგვერდზე ატვირთვა, ეკა ბესელიასგანმარტებით, ეს სასამართლოს დისკრეცია იქნება. პროექტის პირველი ვერსიაში ეწერა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებად ითვლება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ მისი გამოქვეყნება. უმცირესობის წევრებისთვის მიუღებელია აგრეთვე ცვლილება, რომლის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ან მისი მოადგილის უფლებამოსილების ვადის გასვლიდან არა უგვიანეს 1 თვისა, ნაცვლად 10 დღისა, აირჩევა შესაბამისად საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოადგილე. ისინი არ ეთანხმებიან, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის ასარჩევად საჭირო კვორუმის 5-დან 6-მდე გაზრდას. როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განმარტა, კვორუმის გაზრდის შემთხვევაში, მიღებულ გადაწყვეტილებებს უფრო მაღალი ლეგიტიმაცია ექნებათ, რაც ბევრ ევროპულ ქვეყანაში მიღებული პრაქტიკაა. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები არ იზიარებენ, კანონპროექტის იმ ჩანაწერსაც, რომლის თანახმად, „საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ანმის მოადგილედ არ შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც ადრე ეკავა ესთანამდებობა“. სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის დადგენილებით, რომელიც მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი და არა 6 წევრი, როგორც ეს პროექტში იყო მითითებული. დღეს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, კანონპროექტზე ვეტოა მოსალოდნელი.
ივანიშვილის წარმომადგენელი ბოჭორიშვილი განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი, პუტინის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
17 მაისთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს და ქუჩებს კეტავს
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)