|
2016-05-12 13:56:11, 707 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრი ბულინგის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას განაგრძობს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ბულინგის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას განაგრძობს. ამ მიზნით მეჯვრისხევის საზოგადოებრივ ცენტრში, დაბა დმანისის #1 საჯარო სკოლაში და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთის #1 საჯარო სკოლაში ჩატარდა ტრენინგები, რომლებსაც ასამდე მოსწავლე დაესწრო. ცენტრის ინფორმაციით, შეხვედრების განმავლობაში მონაწილეები აქტიურად განიხილავდნენ ბულინგს, როგორც ძალადობის ფორმას და საზოგადოებაში არსებულ აქტუალურ სოციალურ პრობლემას. მოსწავლეებმა იმსჯელეს ბულინგის წარმოშობის მიზეზებისა და მისი შედეგების შესახებ. ასევე, განისაზღვრა პრობლემის მოგვარების შესაძლო ალტერნატივები და გამოითქვა სამომავლო აქტივობების ინიციატივა. ტრენინგები დანაშაულის პრევენციის ცენტრის თანამშრომლებმა და მოხალისე ტრენერებმა ჩაატარეს. ბულინგის წინააღმდეგ მიმართული კამპანია აქტიურად გაგრძელდება მომდევნო თვეების განმავლობაში საზოგადოებრივ ცენტრებსა და თბილისის სკოლებში. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" სხვადასხვა ახალგაზრდულ პროგრამას ახორციელებს. მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანია მოზარდებში სამართლებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.
ყაზახეთმა ქვეყანაში „გაზპრომის“ აქტივების ჩამორთმევის ნებართვა გასცა უკრაინის მიერ შეტანილი 1.4 მილიარდი დოლარის ოდენობის სარჩელის შემდეგ
ისწავლე საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიით ახლა უკვე მადრიდში
ComCom ტერმინების გამო ფორმულას კანონის დარღვევას კვლავ ედავება
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)