|
2016-05-12 08:24:09, 523 ნახვა
პოლიტიკა
მანანა კობახიძე: არ გამოვრიცხავ, თამაზ მეჭიაური პოლიტიკური გუნდის შეცვლაზე ფიქრობდეს
თამაზ მეჭიაურის განცხადებები გაგებულ უნდა იქნას ერთი დეპუტატის ინდივიდუალურ პოზიციად და არა ხელისუფლების პოზიციად, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ განაცხადა. ვიცე-სპიკერი თვლის, რომ პროდასავლურ კურსთან დაკავშირებით არავითარი კითხვის ნიშანი არ უნდა დაისვას. “ვფიქრობ, პრემიერის ძალიან მკაფიო განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან და პროდასავლურ კურსთან დაკავშირებით არავითარი კითხვის ნიშანი არ უნდა დაისვას”, - განაცხადა მანანა კობახიძემ. ამასთან, პარლამენტის ვიცე-სპიკერი არ გამორიცხავს, თამაზ მეჭიაური პოლიტიკური გუნდის შეცვლაზე ფიქრობდეს. “თუ შენი პირადი მოსაზრებები გუნდის ოფიციალურად გაცხადებული პოლიტიკური პლატფორმისგან რადიკალურად განსხვავდება, ლოგიკურია, ამ გუნდს გაემიჯნო. არ შეიძლება, გაურკვევლობა დიდხანს გაგრძელდეს. ამ საკითხს პარტია საკუთარ წევრებთან გაარკვევს და ამისთვის სხვა, პარტნიორი, თუ კონკურენტი პარტიების მითითებები ნამდვილად არ გვჭირდება”, - განაცხადა კობახიძემ. მან “ქართული ოცნების” საარჩევნო სიასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და თქვა, რომ საზოგადოებას დიდი მოლოდინი აქვს, თუ ვინ იქნებიან “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის ახალი სახეები, რა პრობლემატიკაზე იქნება ორიენტირებული პარტიის პროგრამა და რას შესთავაზებს მოსახლეობას. “ინტენსიურად ვმუშაობთ, რომ სია მაქსიმალურად დახვეწილი და კონკურენტუნარიანი იყოს. 4 თვით ადრე, თავისი სიის შემადგენლობას არც ერთი პარტია არ აკონკრეტებს. ვადასტურებ, რომ საარჩევნო სიაში ყოფნასთან დაკავშირებით ჩემთან შემოთავაზება იყო, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას პარტია მიიღებს”, - განაცხადა მანანა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)