|
2016-05-11 20:02:27, 902 ნახვა
სამხედრო
აშშ-ის საელჩო: დღეს ვაზიანი გრგვინავდა
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში სწავლებას - „ღირსეული პარტნიორი 2016“ ეხმაურება. „დღეს ვაზიანი გრგვინავდა: ადგილზე იყო 120 სამხედრო, საარტილერიო შეიარაღება თვითმფრინავებიდან ცვიოდა, უკრავდა საქართველოს სამხედრო ბენდი და მთავრობის ლიდერები აღნიშნავდნენ ერთობლივი სამხედრო წვრთნების, „ღირსეული პარტნიორი 2016“-ის დაწყებას. წლევანდელი წვრთნები მასშტაბურია, სამჯერ მეტი ამერიკელი ჯარისკაცით, „აბრამსის“ ტანკებითა და ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურეების დამატებით“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საელჩოს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. გახსნის ცერემონიაზე დღეს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლას ბერლინერმა აღნიშნა „ღირსეული პარტნიორის“ მნიშვნელობა ნატოს მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის თავსებადობის გაზრდისათვის, აგრეთვე, საქართველოს მიმდინარე წვლილი მსოფლიოში საერთაშორისო უსაფრთხოების მისიებში და საქართველოს ნამდვილად „ღირსეული პარტნიორი“ უწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)