12:51 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-11 15:55:54, 618 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: საქართველოს უსაფრთხოება გადის ერთადერთ გზაზე, ეს გზა დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობაა

საქართველოს პრემიერი ქართულ- ამერიკულ წვრთნებთან დაკავშირებით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს გამოეხმაურა. პრემიერის თქმით, საქართველოს უსაუსაფრთხოება  და  მოქალაქეების მშვიდი ძილი გადის ერთადერთ გზაზე და ეს გზა დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობაა.

კვირიკაშვილის შეფასებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ატეხული აჟიოტაჟი უადგილოა.

„საქართველოში პოლიტიკური რეალობა შეიცვალა იმ კუთხით, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი გარდამავალი პერიოდი გაიარა. ამ პერიოდის განმავლობაში დემოკრატიის ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზარდა. გაუმჯობესდა ეკონომიკური განვითარებაც, ახლა ჩვენ გვაქვს სრულიად სხვა წინასაარჩევნო გარემო. ამ გარდამავალ პერიოდში სხვადასხვა გადაწყვეტილებები, რომელიც გენერალურ, სტრატეგიულ ხაზს არის აცილებული, ჩვეულებრივი მოვლენაა. მთავარია, როგორი იქნება ქვეყნის განვითარების ვექტორი და ამ კუთხით შეკითხვები არ არსებობს.

პოლიტიკური გუნდი, რომელიც ქვეყანას მართავს, არაა მუდმივი ორგანიზმი, ეს არის განახლებადი და ამ განახლების პროცესში ვიმყოფებით. ყველანაირი ვაი-ვიში, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებითაა ატეხილი, აბსოლუტურად უადგილოა და ემსახურება მხოლოდ საკუთარი თავის პოლიტიკურად დამკვიდრების მცდელობას და აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს, ამიტომ მოვუწოდებ ყველას, ვინც უაზრო კორიანტელი ატეხა ამ საკითხის გარშემო, შეხედოს ქვეყნის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.

საქართველოს უსაფრთხოება, ჩვენი მოქალაქეების მშვიდი ძილი გადის ერთადერთ გზაზე და ეს არის თანამშრომლობა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და ამის ნათელი მაგალითია დღევანდელი სწავლება“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics