|
2016-05-11 15:24:11, 1106 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ის კრიტერიუმები განმარტა, რითაც სამინისტრომ სამედიცინო დაწესებულებების მდგომარეობა შეისწავლა
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ნინო ბერძულის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო დაწესებულებების მდგომარეობის შესასწავლად სტანდარტული კითხვარი გამოიყენა. როგორც მინისტრის მოადგილემ ბრიფინგზე აღნიშნა, კითხვარი ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავდა. „კითხვარი შედგებოდა ორი ძირითადი ბლოკისგან. ეს იყო სტაციონარული დაწესებულებების გარემოს შეფასება. კითხვარში ასევე იყო ქვებლოკები. ეს იყო სამედიცინო დაწესებულებების შენობის მდგომარეობა, სამედიცინო ნარჩენების მართვა, დაწესებულებებში წყალმომარაგება, თეთრეულისა და საწოლის აღჭურვილობის რეცხვა. მეორე დიდ ბლოკში სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციური კონტროლის ღონისძიებების შეფასება იყო“,-განაცხადა ბერძულმა. ბერძულის თქმით, კრიტიკულად აღინიშნა ისეთი კრიტერიუმები, რომლებიც არსებული ნორმატიული აქტებით არის მოთხოვნადი. „ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები აწარმოებდნენ სამედიცინო დაწესებულებებში დაკვირვებას, კონტროლს და სამედიცინო პერსონალის ინტერვიუს და ასევე სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობას. რაც შეეხება, ინფექციების კონტროლის ღონისძიებების შეფესების ბლოკს, საუკეთესო პრაქტიკით კრიტერიუმები არის 145, ჩვენ გამოვიყენეთ 30 %. სამუშაო კიდევ ბევრია იმ თვალსაზრისით, რომ გავზარდოთ მოთხოვნები საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ შემოვიფარგლეთ მხოლოდ იმით, რაც მინიმალურად მაინც უნდა იყოს დაწესებულებაში ინფექციის პრევენეციისა და კონტროლის თვალსაზრისით. შეფასებული დაწესებულებების 80%-მა დააკმაყოფილა დაწესებულებების მდგომარეობა, წყალმომარაგება და სისუფთავე. ამ ბლოკში ყველაზე დიდი პრობლემა იყო დაწესებულების ეზო და სამედიცინო ნარჩენების მენეჯმენტი. მხოლოდ 405 აკმაყოფილებდა ამ ბლოკის კრიტერიუმებს. ასევე ყველაზე პრობლემური იყო თეთრეულისა და აღჭურვილობის რეცხვა. მხოლოდ 30% დაწესებულებების აკმაყოფილებდა ამ ბლოკის კრიტერიუმს. ასეთი პრევენცია, რომელიც განხორციელდა ჯანმდაცვის სამინისტროს მხრიდან არის კარგი იმისათვის, რომ მოხდეს დაწესებულებების გაცნობა, თუ რას გულისხმობს ინფექციის პრევენცია. ჩვენ ამ დაწესებულებებს არ ვასაჯაროვებთ. ეს არის კონფიდენციალური“, - განაცხადა ნინო ბერძულმა.
ყაზახეთმა ქვეყანაში „გაზპრომის“ აქტივების ჩამორთმევის ნებართვა გასცა უკრაინის მიერ შეტანილი 1.4 მილიარდი დოლარის ოდენობის სარჩელის შემდეგ
ისწავლე საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიით ახლა უკვე მადრიდში
ComCom ტერმინების გამო ფორმულას კანონის დარღვევას კვლავ ედავება
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)