13:06 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-11 13:31:01, 535 ნახვა

პოლიტიკა
ხიდაშელი მეჭიაურზე: ასეთი ტიპის მოწინააღმდეგეები მე მხოლოდ მაძლიერებს

ასეთი ტიპის მოწინააღმდეგეები მე მხოლოდ მაძლიერებს, - ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თამაზ მეჭიაურის ბრალდებას მის არაკომპეტენტურობაზე. 

როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ის საკუთარი არჩევანის სისწორეში დარწმუნებულია. 

"ვადასტურებ, რომ კომპიუტერული თამაშები არ მითამაშია, ამისთვის არასდროს მეცალა, ეს ცუდი ამბავი არ არის. ასეთი ტიპის მოწინააღმდეგეები მე მხოლოდ მაძლიერებს და საკუთარი არჩევანის სისწორეს მიმყარებს,“ - აცხადებს თინა ხიდაშელი. 

შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის დეპუტატმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

„ვურჩიე, რომ თავდაცვის მინისტრი გადააყენოს, რადგან არის არაადეკვატური და შეიძლება შარში გაგვხვიოს. ელემენტარულად, თავდაცვის მინისტრს კომპიუტერულ თამაშებში მაინც უნდა ქონდეს მონაწილეობა მიღებული. სათამაშო არ არის ეს ქვეყანა, ხან ტანკი შემოიყვანოს, ხან გაიყვანოს,“ - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics