|
2016-05-11 12:58:58, 557 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი გალერეაში“ გელა ჩარკვიანის ავტობიოგრაფიული წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
„თიბისი გალერეამ“ გელა ჩარკვიანის ავტობიოგრაფიული წიგნის, „ნაცნობ ქიმერათა ფერხულის" პრეზენტაციას უმასპინძლა, რომელიც ავტორმა მკითხველს თავად წარუდგინა. „ნაცნობ ქიმერათა ფერხული" გელა ჩარკვიანის საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების ამსახველი ავტობიოგრაფიაა, რომელიც არაორდინარული და ხშირად დრამატული მოვლენების უშუალო მონაწილის მიერაა დაწერილი. ავტორი წიგნში გულწრფელად გვიყვება ისტორიებს, რომლებმაც სხვადასხვა დროს მასზე გავლენა იქონიეს. გარდა ამისა, გვიზიარებს პროფესიონალის გამოცდილებას, რაც წიგნს განსაკუთრებულად ღირებულს ხდის. „ჩემს ავტობიოგრაფიულ წიგნში საუბარია 1992-2003 წლამდე პერიოდზე. ეს ის პერიოდია, როდესაც მე საქართველოს პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მრჩეველი ვიყავი საგარეო ურთიერთობების მიმართულებით. ძალიან საინტერესო პერიოდი იყო, მაშინ დგინდებოდა საქართველოს დასავლური კურსი. თუმცა, ამ პერიოდის გარდა, წიგნში „იჭრებიან" ეპიზოდები ბავშვობიდან, ახალგაზრდობის წლებიდან და მომავლიდანაც კი. ეპილოგი მთლიანად ჩემს მეუღლეს ეძღვნება", - განაცხადა გელა ჩარკვიანმა პრეზენტაციაზე. „ნაცნობ ქიმერათა ფერხულს" ავტორის გარდა უამრავი პერსონაჟი ჰყავს. მათი ნაწილი პრეზენტაციას დაესწრო და აუდიტორიას საკუთარი ისტორიები გააცნო. თიბისი გალერეაში მისულმა სტუმრებმა გელა ჩარკვიანის ავტობიოგრაფიული წიგნი სპეციალური ფასდაკლებით შეიძინეს. „ნაცნობ ქიმერათა ფერხული" გამომცემლობა „ინტელექტმა" გამოსცა.
(R)
ყაზახეთმა ქვეყანაში „გაზპრომის“ აქტივების ჩამორთმევის ნებართვა გასცა უკრაინის მიერ შეტანილი 1.4 მილიარდი დოლარის ოდენობის სარჩელის შემდეგ
ისწავლე საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიით ახლა უკვე მადრიდში
ComCom ტერმინების გამო ფორმულას კანონის დარღვევას კვლავ ედავება
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)