|
2016-05-10 12:58:25, 736 ნახვა
პოლიტიკა
არმაზ ახვლედიანი: „ქართულმა ოცნებამ“ ამოწურა ყველა შესაძლებლობა, რომ გადაქცეულიყო დემოკრატიულ პოლიტიკურ ორგანიზმად
არჩევნებში გამარჯვება ასეთ პარტიას ნამდვილად არ შეუძლია ნორმალურ, თანაბარ, დემოკრატიულ და კონკურეტნულ პირობებში, ამიტომ იგი მიმართავს სხვა გზას, - ეს განცხადება „ქართული ოცნების“ უკვე ყოფილმა წევრმა არმაზ ახვლედიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მან ის მიზეზები ახსნა, რატომაც პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მისი შეფასებით, ის რომ „ოცნებას" გამარჯვება არ შეუძლია, ამის საუკეთესო დემონსტრირებაა ის, თუ რა ადამიანებითაა დაკომპლექტებული პარტიის მმართველი ძალა. ახვლედიანი იმასაც აცხადებს, ისინი წლების განმავლობაში ახერხებდნენ, გაეყალბებინათ, მოეტანათ შესაფერისი სასურველი შედეგი ხელმძღვანელებისთვის, ეთქვათ ყველაფერზე კი, და არასდროს - არა. "ეს უბედურება სჭირს „ქართულ ოცნებას“ და ვერ მოახერხა მან ამ სენისგან თავის დაღწევა". „პარტია „ქართულმა ოცნებამ“ სამწუხაროდ, ამოწურა ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ გადაქცეულიყო დემოკრატიულ პოლიტიკურ ორგანიზმად, რომ ხელი შეეწყო საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღებისთვის. ამასობაში მოახერხა ის, რომ აფერხებს პოლიტიკურ განვითარებას, აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ წინსვლას. ვშიშობ, რომ ყრილობა, რომელიც კარს მომდგარია, ამას უბრალოდ ხელს შეუწყობს. ფასადურობა, მოჩვენებითობა, რომელიც გამეფებულია „ქართულ ოცნებაში“, ყრილობაზე ალბათ უბრალოდ მიიღებს სხვა ხარისხს და ამის შემდეგ პარტია გადაერთვება ყველა მანქანებით იმ გზაზე, რომ ნებისმიერი საშუალებით მოიგოს არჩევნები. არჩევნებში გამარჯვება ასეთ პარტიას ნამდვილად არ შეუძლია ნორმალურ, თანაბარ, დემოკრატიულ და კონკურეტნულ პირობებში, ამიტომ იგი მიმართავს სხვა გზას. ამის საუკეთესო დემონსტრირება არის ის, თუ რა ადამიანებითაა დაკომპლექტებული პარტიის მმართველი ძალა. ისინი წლების განმავლობაში ახერხებდნენ, რომ გაეყალბებინათ, მოეტანათ შესაფერისი სასურველი შედეგი ხელმძღვანელებისთვის, ეთქვათ ყველაფერზე კი, და არასდროს - არა. ეს უბედურება სჭირს „ქართულ ოცნებას“ და ვერ მოახერხა მან ამ სენისგან თავის დაღწევა“, - განაცხადა ახვლედიანმა. პოლიტიკოსი აცხადებს, რომ აღნიშნული საკითხის წინააღმდეგ თანამოაზრეებთან ერთად იბრძოლებს. „ახლა, რა მოსატანია მისი დასნეულება, როცა მე ვხედავ რეალურად, რომ „ოცნება“ უკვე ახერხებს და ასნეულებს ერთიან ქართულ პოლიტიკურ ორგანიზმს. ამიტომ, მე არ შემიძლია ამ პარტიაში დარჩენა, გამოვდივარ პოლიტსაბჭოდან და განვაგრძობ ბრძოლას იმისათვის, რომ თანამოაზრეებთან ერთად, ხელი შევუშალო წინ აღვუდგე ამ პროცესს, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოხერხდეს და გაირღვეს მოჯადოებული პოლიტიკური წრე, რომელზეც ტრიალებს საქართველო წლების განმავლობაში. ვფიქრობ, რომ ეს რეალური ამოცანაა და ვფიქრობ, ასობით, ათასობით ადამიანი მოახერხებს ამ ამოცანაში თანამონაწილეობას და მის წარმატებით შესრულებას“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანს 300 მილიონ დოლარს არ გადაუხდის
პაველ დუროვი - თუ სოციალური მედია აიკრძალება, მოზარდები იძულებულნი იქნებიან VPN-ებზე გადავიდნენ
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვულ დათმობებზე არ წავა
„ტატნეფტის“ უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობას წყვეტს
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)