09:33 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-10 12:27:56, 543 ნახვა

პოლიტიკა
თამაზ მეჭიაური: მგონია, რომ ქვეყნის საგარეო კურსის სისწორეში პრემიერ-მინისტრიც არ არის დარწმუნებული

ქვეყნის საგარეო კურსის სისწორეში საქართველოს პრემიერ-მინისტრიც მთლად დარწმუნებული არ არის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თამაზ მეჭიაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მეჭიაურის თქმით, საჭიროა, ნატო-ში შესვლის საკითხზე კიდევ ერთხელ ჩატარდეს რეფერენდუმი.

„პრემიერ-მინისტრს ძალიან დიდ პატივს ვცემ,  პატივს ვცემ მის ხედვებსაც, უდაოდ გონიერი კაცია, მაგრამ მგონია, მთლად დარწმუნებული ისიც არ არის, რომ საგარეო კურსი სწორია”, - განაცხადა თამაზ მეჭიაუარმა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას არ გააჩნია ბერკეტი, რათა აიძულოს ნატო, საქართველო თავის რიგებში პრობლემებთან ერთად მიიღოს.

"მაშინ რატომ არის ჩემი ხედვა აცდენილი მთავრობის კურსთან", - აღნიშნა მეჭიაურმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის თქმით, თამაზ მეჭიაურის განცხადებები არის აცილებული იმ კურსს, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანს 300 მილიონ დოლარს არ გადაუხდის
პაველ დუროვი - თუ სოციალური მედია აიკრძალება, მოზარდები იძულებულნი იქნებიან VPN-ებზე გადავიდნენ
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვულ დათმობებზე არ წავა
„ტატნეფტის“ უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობას წყვეტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics