09:14 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-09 09:41:39, 532 ნახვა

პოლიტიკა
ჰოლ ჰოლი: პროვოკაციებზე თუ ვისაუბრეთ, ასეთად შეიძლება ჩაითვალოს შეთანხმება სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის

საქართველოში დაგეგმილი ქართულ-ამერიკული წვრთნები პროვოკაციას არ წარმოადგენს, - ასე გამოეხმაურა საქართველოში დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალექსანდრა ჰოლ ჰოლი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომლის თანახმად, უწყება დაგეგმილ ქართულ-ამერიკულ სწავლება პროვოკაციად მიიჩნევს.

როგორც ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული წვრთნები მეგობრობისა და უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის მაგალითია.

„ამაყი ვარ, რომ ბრიტანეთის მთავრობა, დადეგმილ წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოში 150 სამხედრო მოსამსახურეს აგზავნის. ჩვენ ვაფასებთ სახმედრო პარტნიორობას საქართველოსთან. თქვენს ქვეყანას განუზომელი წვლილი შეაქვს უსაფრთხოების კუთხით. ჩვენ არ ვთვლით, რომ წვრთნები პროვოკაციას წარმოადგენს. ჩვენ მას აღვიქვამთ როგორც მეგობრობისა და უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის კიდევ ერთ მაგალითს, რომელიც იმედი გვაქვს, კიდევ უფრო გაღრმავდება. პროვოკაციებზე თუ ვისაუბრეთ, მინდა ვთქვა, რომ, ჩემი მოსაზრებით, ასეთად შეიძლება ჩაითვალოს ბოლოდროინდელი შეთანხმება, სამხრეთ ოსეთსა და რუსეთ შორის“, - განაცხადა ჰოლ ჰოლმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაველ დუროვი - თუ სოციალური მედია აიკრძალება, მოზარდები იძულებულნი იქნებიან VPN-ებზე გადავიდნენ
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვულ დათმობებზე არ წავა
„ტატნეფტის“ უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობას წყვეტს
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics