21:38 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-06 22:17:20, 973 ნახვა

ეკონომიკა
სოფლის მეურნების სამინისტროს 2016 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის გეგმა 94%-ით შესრულდა

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2016 წლის ბიუჯეტის შესრულების კვარტალური ანგარიში წარუდგინა.

ნოდარ კერესელიძის განცხადებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2016 წლის დამტკიცებული და დაზუსტებული ბიუჯეტი შეადგენს 321 350.0 ათას ლარს, აქედან პირველი კვარტლის გეგმა - 74 192.0 ათასი ლარია. ათვისებამ შეადგინა 69 402,7 ათასი ლარი, რაც პირველი კვარტლის დაზუსტებულ გეგმასთან მიმართებაში 94%-ია.

მინისტრის პირველმა მოადგილემ დეტალურად განიხილა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების მიერ განხორციელებული პროექტების მიმდინარეობა.

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილი ანგარიში დადებითად შეაფასეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
გიორგი გახარიას ადვოკატი ჩორჩანას საქმეზე ირაკლი კობახიძის დაკითხვას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics