|
2016-05-06 16:35:14, 4825 ნახვა
კულტურა
"ცეკვის საერთაშორისო ფესტივალი" 7-8 მაისს გაიმართება
7-8 მაისს ცეკვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში "ცეკვის საერთაშორისო ფესტივალი 2016" ტარდება. ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს ცეკვისა და სპორტული ცეკვის პროფესიონალთა ეროვნული საბჭო და იგი თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ხელშეწყობით იმართება. 7 მაისს 13:00 საათზე საფესტივალო პროგრამის პირველი დღეა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ნაციონალური, თანამედროვე, შოუ პროგრამები. 8 მაისს გაიმართება ლათინო-ამერიკული და ევროპული ცეკვების პროგრამა. ხოლო 19:00 საათზე დასკვნითი ღონისძიება, რომელშიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებიც მიიღებენ მონაწილეობას. სულ ფესტივალში 600-მდე მონაწილე იქნება, მათი ასაკობრივი კატეგორია 6 წლიდან 25 წლამდეა. წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული მოცეკვავეები და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ქორეოგრაფიული ანსამბლები. ასევე უკრაინის, ყაზახეთის, საბერძნეთის, მოლდავის, სომხეთის, რუსეთის, ისრაელისა და აზერბაიჯანის მოცეკვავეები და საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები. ფესტივალი ტარდება თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ხელშეწყობით. პარტნიორები არიან კომპანიები: "კუბიკ", პეპსი, ბაკურიანის წყლები, კომპანია „ჯმთ", „სფერო ჰოლდინგი", სადაზღვევო კომპანია "არდი", "ორიფლეიმი", სასტუმრო „ასტორია".
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)