14:25 - 21 May, 2026
|
2016-05-06 15:53:36, 641 ნახვა
საზოგადოება
მთაწმინდის შემოერთებულ ტერიტორიებზე 250 ფოთლოვანი და წიწვოვანი ხე-მცენარე დაირგო
საგაზაფხულო გამწვანების ღონისძიებების ფარგლებში, მთაწმინდის რაიონში გამწვანების აქცია გაიმართა. თბილისის მერიის ინფორმაციით, მთაწმინდის რაიონის შემოერთებულ ტერიტორიებზე, ტაბახმელასა და შინდისში 190 კვიპაროსის ხე დაირგო, კიკეთსა და კოჯორში კი 60 ფოთლოვანი და წიწვოვანი ხე-მცენარე. მათივე ცნობით, გამწვანების აქციაში მონაწილეობა მთაწმინდის რაიონის გამგებელმა გელა არჩვაძემ, რაიონის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ჯაბა ჯიშკარიანმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, მოსახლეობამ და სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. საგაზაფხულო სეზონის დასრულებამდე, მთაწმინდის რაიონში 1 000 წიწვოვანი და ფოთლოვანი ხე დაირგვება.
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
კასტროზე ბრალდების წაყენების შემდეგ, ტრამპმა კუბის სანაპიროზე საჰაერო ხომალდების გადამზიდავი ჯგუფი გაგზავნა
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)