|
2016-05-06 13:36:52, 618 ნახვა
საზოგადოება
EBRD-ის დაფინანსებით, თბილისში ახალი ავტობუსები აგვისტოში შემოვა
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)-ის დახმარებითა და დაფინანსებით თბილისი ახალ ავტობუსებს აგვისტოში მიიღებს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, EBRD თბილისის მერიასთან თანამშრომლობს, რომლის ფარგლებშიც თბილისი გაზაფხულის ბოლოს დაახლოებით 60 ავტობუსს მიიღებს. „ევროპის რეკონსტრუქციის ბანკი საქართველოს ერთ-ერთი დიდი და სოლიდური ინვესტორია. საქართველოში ევროპის ბანკმა 2.6 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია ჩადო, მათ შორის როგორც საჯარო ისე კერძო სექტორში. ხოლო აგვისტოში თბილისი დაახლოებით 60 ავტომობილს მიიღებს. საბანკო სფერო, ენერგეტიკული სფერო, ასევე ინფრასტრუქტურა, ეს ის სფეროებია რომლებიც EBRD-ს აინტერესებს ჩვენს ქვეყანაში და ამას ადასტურებს თუნდაც ის პროექტები რომლებიც ახლახანს საქართველოსა და EBRD-ს შორის დამტკიცდა და განხორციელდა“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, EBRD-თან თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროებს მოიცავს და საქართველოს განვითარებას შეუწყობს ხელს.
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
კასტროზე ბრალდების წაყენების შემდეგ, ტრამპმა კუბის სანაპიროზე საჰაერო ხომალდების გადამზიდავი ჯგუფი გაგზავნა
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)