|
2016-05-06 12:16:51, 640 ნახვა
საზოგადოება
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე „საევაკუაციო ნაგებობები“ მოეწყობა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მაია ქალიაშვილმა და სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის დირექტორმა იოსებ ოზაშვილმა მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 136–ე კილომეტრზე, „საევაკუაციო ნაგებობების“ მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი კლდის ფერდზე 208,80 მეტრი სიგრძის და 2.25მ სიგანის საევაკუაციო დერეფნის მშენებლობას ითვალსწინებს. „მსგავსი პროექტი საქართველოში პირველად ხორციელდება. საევაკუაციო დერეფანი, სტიქიის შემთხვევაში, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის სავატომობილო გზით მოსარგებლეთა და საბაჟო-გამშვები პუნქტსა და მიმდებარე მშენებარე ობიექტებზე დასაქმებულთა ევაკუაციის ადგილამდე უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუშაოები 2015 წლის ივნისში დაიწყო და 2016 წელს დასრულდება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 1 მილიონ 200 ათასი ლარია. მშენებლობაზე დასაქმებულია 50 ადამიანი. მათი დიდი ნაწილი ადგილობრივი მცხოვრებია“, - აცხადებენ სამინისტროში. მათივე ცნობით, მყინვარ დევდორაკზე, განთავსებულ სპეციალური საგუშაგოში 24 საათიანი მორიგეობაა დაწესებული. განგაშის გამოცხადების შემთხვევაში შესაბამისი სამსახურები ოპერატიულად უზრუნველყოფენ სტიქიის ზონაში ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვას.
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
კასტროზე ბრალდების წაყენების შემდეგ, ტრამპმა კუბის სანაპიროზე საჰაერო ხომალდების გადამზიდავი ჯგუფი გაგზავნა
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)