|
2016-05-05 16:54:23, 1301 ნახვა
კომენტარი
თინა ხიდაშელი: ჰაუპტვახტი ქართულ ჯარში დარჩენილი მკვეთრი საბჭოთა გადმონაშთი იყო
„ჰაუპტვახტები ქართულ ჯარში დარჩენილი მკვეთრი საბჭოთა გადმონაშთი იყო და სიმართლე გითხრათ, გულწრფელად ვერ ვხვდები, აქამდე რატომ არ იყო ეს ნაბიჯი გადადგმული“,- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 20:30-ში სტუმრობისას, ჰაუპტვახტების გაუქმების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას. „ეს არის ადგილი, სადაც თქვენ შეგიძლიათ დაამწყვდიოთ, პირდაპირი მნიშვნელობით, ადამიანი ისე, რომ ვერასოდეს ვერავინ ამის შესახებ ვერ გაიგოს, ვერც მისმა ოჯახის წევრებმა, ვერც მისმა ადვოკატმა. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა ადამიანი უნდა იყოს უზრუნველყოფილი დაცვის უფლებით, ეს არ უნდა იყოს დამოკიდებული ვინმეს კეთილ ნებაზე. იმაზე, კეთილია იმ სამხედრო ნაწილის უფროსი თუ არა, კეთილია და კანონმორჩილია კონკრეტული მეთაური თუ არა. ვითარება, გარემო, ობიექტური გარემოებები უნდა იყოს ისეთი, რომ შეუძლებელს ხდიდეს კანონის დარღვევას. შეიარაღებული ძალების ზოგიერთი დანაყოფი კი ასეთი ობიექტური რეალობა არ არის. ჩვენ გვაქვს საიდუმლო ობიექტები, რომელზეც დაშვება არავის აქვს, ამიტომ როგორი კეთილიც უნდა იყოს მეთაური, ის იქ ვერ შეუშვებს, მაგალითად, იმავე ადვოკატს“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა და აღნიშნა, რომ მინისტრად დანიშვნის პირველივე დღეს სწორედ, ჰაუპტვახტების და სპეცუბნების გაუქმების პირობა დადო და ეს პირობა უკვე შესრულებულია.
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)