20:40 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-03 17:33:12, 930 ნახვა

სამართალი
შსს-ს მაშველი შერეულ ორთაბრძოლებში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამტრედიის სახანძრო- სამაშველო განყოფილების უფროსი ცოტნე შენგელია უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში შერეული ორთაბრძოლების მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

შსს-ს ინფორმაციით, ჩემპიონატში 22 ქვეყნის სპორტსმენები მონაწილეობდნენ. ცოტნე შენგელიამ 85 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა და ჩემპიონის ქამარი მოიპოვა.

საქართველოში დაბრუნებულ მსოფლიო ჩემპიონს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი და მეხანძრე-მაშველები დახვდნენ.

ცოტნე შენგელია შერეული ორთაბრძოლებში 2012 წლის მსოფლიო თასის მფლობელი და 2015 წლის მსოფლიო ჩემოპიონატის ბრინჯაოს მედალოსანია. 2014 წელს იგი კიკბოქსინგში მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ცოტნე შენგელია თავისუფალ ჭიდაობასა და სამბოში საქართველოს ჩემპიონია. 2002 წელს მან თავისუფალ ჭიდაობაში აზიის ჩემპიონობა მოიპოვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
გიორგი გახარიას ადვოკატი ჩორჩანას საქმეზე ირაკლი კობახიძის დაკითხვას ითხოვს
ღარიბაშვილი: სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას
თუ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ, თუ ჯვარზე გაგვაკრეს, აღარ მინდა – სოლიდუსის მფლობელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics