|
2016-05-03 15:20:31, 555 ნახვა
საზოგადოება
დიცის წყალმომხმარებლებს ირიგაციის თანამედროვე მეთოდები გააცნეს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ირიგაციის თანამედროვე მეთოდების გავრცელების ხელშეწყობის მიზნით, საინფორმაციო კამპანიას აგრძელებს. როგორც "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, მორიგი შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში ჩატარდა. უწყების ინფორმაციით, შპს „საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლებმა წყალმომხმარებლებს წვეთური და დაწვიმებითი ირიგაციის მეთოდების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს და მის უპირატესობაზე ინფორმაცია მიაწოდეს. ირიგაციის ეს მეთოდი მორწყვის ტრადიციულ, მიგდებით მორწყვის წესზე ბევრად მომგებიანია, ვინაიდან ელექტროენერგიის, წყლის და სასუქის ორჯერ ნაკლებ რესურსს საჭიროებს და მნიშვნელოვნად ზრდის მოსავლიანობას. შეხვედრა, რომელსაც შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი ლევან დვალი, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი, შპს „საქართველოს მელიორაციის“ შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის დირექტორი ვახტანგ გარდაფხაძე დაესწრნენ, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ირიგაციის თანამედროვე მეთოდების გავრცელების ხელშეწყობის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები წყალმომხმარებლებთან მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება.
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
ოცნების მთავრობა: საქართველოში ყაზახეთის პრეზიდენტის, კასიმ-ჟომარტ ტოკაევის ვიზიტია დაგეგმილი
Cashback-ის და Visa-ს შეთავაზება ICR Trade-ის მაღაზიებში
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)