|
2016-05-03 14:49:31, 1208 ნახვა
მსოფლიო
დანიაში გამოფენაზე თვითმკვლელი ტერორისტები წამებულების სტატუსით იქნებიან მოხსენიებული
დანიაში მსოფლიო ისტორიაში "წამებულების" საპატივცემულოდ გამოფენას გამართავენ, - ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian იუწყება. როგორც მედია საშუალება წერს, წამებულთა რიცხვში, თვითმკვლელი ტერორისტებიც შედიან, მათ შორის პარიზისა და ბრიუსელის ტერაქტის ორგანიზატორები. მედიის ცნობით, გამოფენაზე ისეთი ტერორისტების ფოტოები და ნივთები იქნება გამოტანილი, როგორებიც ძმები ბაკრაუები არიან, რომლებმაც ბრიუსელში ტერაქტი მოაწყვეს, ასევე მოჰამედ აგადომის ფოტოები, რომელიც პარიზის ტერაქტში მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ გამოფენაზე ისეთი ისტორიული ადამიანებიც იქნებიან მოხსენიებული, როგორიცაა ჟანა დარკი და ბერძენი ფილოსოფოსი სოკრატე. ცნობისთვის, ეს ადამიანები საკუთარ იდეებს ემსხვერპლნენ. ორგანიზატორების თქმით, გამოფენის არსი სიტყვა "წამებულის" სხვადასხვა კუთხით ახსნაში მდგომარეობს. მათივე თქმით, "ყველა ადამიანი - საკუთარი ისტორიის გმირია". გამოფენამ საზოგადოების უკმაყოფილება უკვე გამოიწვია. როგორც The Guardian წერს, ერთ ერთი პოლიტიკური პარტიის წევრმა აღნიშნულ გამოფენასთან დაკავშირებით, სამართალდამცველებს საჩივრით მიმართა. წინასწარი ინფორმაციით, გამოფენა 26 მაისიდან 10 ივნისამდე კოპენჰაგენის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში გაიმართება. ცნობისთვის, ამავე უბანში რამდენიმე წლის წინ ნორვეგიელი ნაციონალისტის ანდერს ბრეივიკისადმი მიძღვნილი სპეკტკლი დადგეს. აღსანიშნავია, რომ 2011 წელს ბრეივიკმა 77 ადამიანი მოკლა.
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)