|
2016-05-02 20:00:09, 571 ნახვა
საზოგადოება
ნოდარ ხადური აზიის განვითარების ბანკის (ADB) მმართველთა საბჭოს ყოველწლიურ შეკრებაში მონაწილეობს
2-3 მაისს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს მხრიდან აზიის განვითარების ბანკის (ADB) მმართველი, ნოდარ ხადური მონაწილეობს ბანკის მმართველთა საბჭოს ყოველწლიურ შეკრებაში, რომელიც გერმანიაში, ქალაქ ფრანკფურტში იმართება. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან, ტაკეჰინო ნაკაოსთან, ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან, შონ ო'სულივანთან და მის მოადგილესთან, ჰონგ ვეისთან, სკანდინავიის საინვესტიციო ბანკის (Nordic Investment Bank) პრეზიდენტსა და აღმასრულებელ დირექტორთან ჰენრიკ ნორმანთან და აღმასრულებელ დირექტორსა და ორგანიზაციის ხელმძღვანელთან, სორენ მორტენსენთან. შეხვედრების ფარგლებში განიხილული იქნება საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები და საშუალოვადიანი მაკროეკონომიკური ინდიკატორები, მიმდინარე საინვესტიციო პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)